პროექტი ,,ჩვენც დავბერდებით”
გადაღების ადგილი: Katarzisi
თბილისის
კლასიკური გიმნაზიის სასწავლო ნაწილის გამგის_ ქალბატონ ეთერ სარალიძის
ხელშეწყობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა და 3(4) კლასის მშობელთა
დახმარებით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი ,,ჩვენც დავბერდებით”.
თ.
კოპალიანმა მუსიკალურად გააფორმა სადღესასწაულო საღამო. პატარები შეეცადენ
და ბავშვური ფერებით გაუფერადეს წუთები ადამიანებს, რომლებმაც სიბერეს
მიუკაკუნეს. ერთმანეთს ცვლიდა ლექსი და სიმღერა, ცეკვა და სცენები დუმბაძის
,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან.”
კონცერტის ბოლოს პატარებმა
,,ბებია-ბაბუებს” ტკბილეულით გაუხარეს გული. მოხუცებს ძალიან ესიამოვნათ
ჩვენი თანადგომა. პატარებიც მიხვდნენ პროექტის მიზანს__მოხუცთა პატივისცემა
ჩვენი მოვალეობაა!
3(4) კლასის პედაგოგი: ნ. ლომსაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий