დაწყებითი განათლება
пятница, 31 октября 2014 г.
четверг, 30 октября 2014 г.
четверг, 26 декабря 2013 г.
წერის სწავლების შესახებ (Paata Papava)
თუ ასწავლი ბავშვებს წერას,
ნუ მიაჩვევ გადაწერას!
ნუ ასწავლი გამოწერით,
ჩაწერით ან ამოწერით;
ნუ ასწავლი გადაწერით, ნუ ასწავლი გადმოწერით!
ბავშვი წერას სწავლობს წერით:
სახალისო ჩანაწერით, უცაბედი მინაწერით,
ამბის, ლექსის, ესსეს თხზვით და
სანუკვარი მიმოწერით.
როგორ სწავლობს ბავშვი წერას?
ფიქრით, ხატვით, ისევ წერით.
თუ ასწავლი ბავშვებს წერას,
ნუ მიაჩვევ გადაწერას!
ნუ ასწავლი გამოწერით,
ჩაწერით ან ამოწერით;
ნუ ასწავლი გადაწერით, ნუ ასწავლი გადმოწერით!
ბავშვი წერას სწავლობს წერით:
სახალისო ჩანაწერით, უცაბედი მინაწერით,
ამბის, ლექსის, ესსეს თხზვით და
სანუკვარი მიმოწერით.
როგორ სწავლობს ბავშვი წერას?
ფიქრით, ხატვით, ისევ წერით.
ლომსაძე ნინო: მე-3 კლასი
ლომსაძე ნინო: მე-3 კლასი
ჩემს საყვარელ მოსწავლეებს!!!
ჩემს საყვარელ მოსწავლეებს!!!
აი, რას გეტყვი: უქმე დღეებში შენ თვითონ გახდი საკუთარი თავის მასწავლებელი. შენს ერთ ნაწილს, კითხვა რომ დაეზარება, მიუჯექი გვერდით და მიუტანე ათობით წიგნი, გადაუშალე ერთ-ერთი და კითხვა დაიწყე. იყავი მასწავლებელიც და მოსწავლეც, მკვლევარი თუნდაც, მეცნიერი... გქონდეს საკუთარი აზრები, იდეები, მისწრაფებები და მუდამ გახსოვდეს: „ადამიანის წადილით გამოიხატება მისი არსება".
понедельник, 16 декабря 2013 г.
პროექტი ,,ჩვენც დავბერდებით”
გადაღების ადგილი: Katarzisi
თბილისის
კლასიკური გიმნაზიის სასწავლო ნაწილის გამგის_ ქალბატონ ეთერ სარალიძის
ხელშეწყობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა და 3(4) კლასის მშობელთა
დახმარებით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი ,,ჩვენც დავბერდებით”.
თ.
კოპალიანმა მუსიკალურად გააფორმა სადღესასწაულო საღამო. პატარები შეეცადენ
და ბავშვური ფერებით გაუფერადეს წუთები ადამიანებს, რომლებმაც სიბერეს
მიუკაკუნეს. ერთმანეთს ცვლიდა ლექსი და სიმღერა, ცეკვა და სცენები დუმბაძის
,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან.”
კონცერტის ბოლოს პატარებმა
,,ბებია-ბაბუებს” ტკბილეულით გაუხარეს გული. მოხუცებს ძალიან ესიამოვნათ
ჩვენი თანადგომა. პატარებიც მიხვდნენ პროექტის მიზანს__მოხუცთა პატივისცემა
ჩვენი მოვალეობაა!
3(4) კლასის პედაგოგი: ნ. ლომსაძე
Подписаться на:
Сообщения (Atom)